ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს, ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მანახეთ-ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ვაშაძემ იმ რეპრესიულ მეთოდებზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით მთავრობა იყენებს.
„როგორც კი დაინახავენ ოპოზიციის წევრებს, როგორც კი დაინახავენ იმ მოქალაქეებს, ვისაც შეუძლიათ პარლამენტში შესვლა და კვალიფიციური კითხვების დასმა, მაშინვე იწყებენ დემოკრატიის თამაშობანას შეწყვეტას და რეპრესიული მეთოდების გამოყენებას. მათ ეშინიათ კითხვების იმიტომ, რომ არცერთ ნორმალურ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ. ჩვენ ვერ შევედით და ვერ დავუსვით შეკითხვები მთავრობის ახალდანიშნულ წევრებს. რა ეშველება ლარს, რომელიც იატაკზე აგდია და სულს ღაფავს? რა ეშველება ეკონომიკას? რა ეშველება სიღარიბეს, რომელიც ყოველწლიურად მატულობს საქართელოში? რა ეშველება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რომელიც არ გვაქვს? დავრჩით მარტო გადამდგარი ბახტაძისა და მის მიერ შექმნილი სტრატეგიული ჩარჩოს ამარა. ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს, ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მანახეთ“, -აღნიშნა ვაშაძემ.