საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი სოციალურ ქსელში რკინის ჯებირების აღმართვას ვიდეომიმართვით ეხმაურება. მისი თქმით რკინის ჯებირები იმიტომ აღმართეს რომ მმართველი პარტია დაიღალა.
“რკინის ჯებირები დაშინებისთვის და სილამაზისთვის კი არ დააყენეს, დააყენეს იმიტო რო პოლიცია არის დაღლილი, ძალები ეცლება ივანიშვილს, არაქათგამოცლილია პოლიციაც რობოკოპიც. მორალურად გატეხილები არიან ვიღაცებმა უარი თქვეს დარბევაზე და ამის გამო მოუხდათ ჯებირების აღმართვა. ეს სისუსტის ნიშანია. ხალხს რო მასობრივად იჭერენ და უშვებენ ეს ნიშნავს რო მოსამართლეებმა უარი თქვეს განხილვაზე. რატო იყო რო ორდღიან რიგში ახალგაზრდები მარტო ერთ მოსამართლესთან იდგნენ, იმიტომ რომ უარი თქვეს სხვა მოსამართლეებმა ამ საქმის განხილვაზე” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
{{VIDEO}}