„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
7 წლის წინ მან ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიიღო თავშესაფარი.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა.
შეგახსენეთ, რომ 2010 წელს დიდ ბრიტანეთში ასანჟი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.