ცნობილი ხდება იმ პირთა ნაწილის ვინაობა ვინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული მუსიკალური პროექტის “X ფაქტორის” 2017 წლის კონკურსანტი, გიორგი გასვიანია. შსს ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.თუმცა მომღერალის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განაცხადა რომ სამართალმდამცავებმა გასვიანი სამსახურში აიყვანეს და მას ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. სხვა დეტალებზე არც ადვოკატი საუბრობს.
დაკავებულები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის წევრები დები ირმა და ინგა ხოროიშვილები არიან. ბრალდებულები თბილისსში გადაიყვანეს ხოლო მათი მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.მათი დაკითხვის გამო პარტიის წევრები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები. ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.დაკავებულების ადვოკატი ლევან დავითაიაა რომელმაც განაცხადა რომ ბრალს მის დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე აცხადებს რომ ინგა და ირმა ხოროიშვილები უკანონოდ არიან დაკავებულები ასევე მოუწოდებს ქართული „ოცნების წევრს“ ეკა ბესელიას რომ რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს და დაკავებულ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადოს.
“მოვითხოვთ ჩატარდეს ობიეტური გამოძიება., ყველამ იცის რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან, ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოვითხოვთ გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი – დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით, შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად” – აცხადებს გია აბულაძე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი. აღნიშნული პირები სოციალურ ქსელსა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეო-ჩანაწერს.