ვინ არიან ყველაზე აქტიური დეპუტატები პარლამენტში-კვლევის შედეგები

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობა შეაფასა და ყველაზე აქტიური დეპუტატები გამოავლინა.

ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადებებს ყველაზე ხშირად ეკა ბესელია აკეთებდა, მას შემდეგ კი, რაც მან მმართველი გუნდი  დატოვა, საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველაზე აქტიური ანრი ოხანაშვილია.

კვლევის მიხედვით, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან – ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო.

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან – რომან გოცირიძე.

ხოლო ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი  ხათუნა გოგორიშვილია. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოავლინა ის დეპუტატები,  რომლებმაც ყველაზე მეტი კანონპროექტი წარადგინეს.

გაირკვა, რომ პირველ ადგილზეა  ანრი ოხანაშვილი 128 კანონპროექტით, შემდეგ მოდის ეკა ბესელია 110ინიციატივით , გედევან ფოფხაძე კი 97 საკანონმდებლო ინიციატივით.