გუშინ კახეთში, უბედური შემთხვევა მოხდა. ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის მოსწავლე ხევში გადავარდა.
16 წლის გოგონა კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეა. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ ის ბლოგერისა და სოციალური მედიის მენეჯერის სალომე ბარკერის უმცროსი და არის.
“ვეძებთ სოფის”,-დაწერა სალომე ბარკერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს მაშველები გუშინ საღამოდან ეძებენ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ გოგონას ადგილსამყოფელი ცნობილია, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება, რის გამოც მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ.