ვინ არის და რა ნათესაური კავშირი აქვს ილია ჯიშკარიანის ცოლს ყოფილ შს მინისტრთან

ილია ჯიშკარიანის ცოლი ნანა გვენცაძეა. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის შვილია. ამის შესახებ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

„პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცეები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც კარგი აქვთ და ანალიზის უნარიც.

ბატონი ილიას მეუღლე გახლავთ ტრადიციული ქალბატონი, რომელიც არ გამოდის საჯაროდ, თუმცა ამ ბრძოლაში მეუღლესთან ერთადაა. ამ ეტაპზე არც ბატონი ილია ჯიშკარიანი და არც მისი მეუღლე მედიასთან არ კონტაქტობენ.“ – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ მარიამ კუბლაშვილი.