ვინ არის მსახიობი, რომელმაც აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა

გუშინდელი აქციის დარბევის შემდეგ აქციის სამმა მონაწილემ თვალი დაკარგა. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაა.

ამის შესახებ ტელეწამყვანი  გიორგი გასვიანი წერს.

„მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს, აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგაო. იმედი მაქვს გადაურჩება.

ვუყურებ და ვფიქრობ: დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია ჩემთვის!!! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს!

მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი…!!! მამაჩემიც ამან იმსხვერეპლა სოხუმში.. აეროპორტში დაბომბვისას ჩვენი, ბავშვების ევაკუაციის დროს, მას ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა…

და ეს ყველაფერი არ მთავრდება ჩვენს ქუჩებში!!!“-წერს გასვიანი.