რომელი ზოდიაქოს ნიშნები შეგვიძლია ჩავთვლოთ ელეგანტურობის და დახვეწილობის ნიმუშად? მოდით ვნახოთ ქალბატონების დახვეწილობის რეიტინგი ჰოროსკოპის მიხედვით. მივყვეთ ბოლოდან:
12. მერწყული
მერწყულს დახვეწილი ლედი რომ უწოდოთ შესაძლოა ეწყინოს კიდევაც. ის ხომ თავისუფალი, აწყვეტილი და თამამი გოგოს იმიჯს მონდომებით იქმნის და უნდა გარშემომყოფებზე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვოს. ჰოდა, ჩვენც ნუ ვაწყენინებთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ მერწყულებს ელეგანტურობასთან საერთო ნაკლებად აქვთ და ამ რეიტინგში ბოლო ადგილზეც აღმოჩნდნენ.
11. ტყუპები
ბოლოდან მეორე ადგილი ტყუპებს ერგოთ. როგორც ცნობილია, ტყუპები ვერ იტანენ მკაცრ წესებს და ფორმალობებს, ამიტომაც ნამდვილი ლედის იმიჯი მათთვის უცხოა. განსაკუთრებით სასეირო სანახაობაა, როცა რომელიმე ნამდვილი ჯენტლმენის თავიდან მოშორება უნდათ, რომელთანაც შემთხვევით ხანმოკლე რომანი წამოიწყეს. ტყუპები ხომ ვერც იმ ადამიანებს იტანენ, რომლებიც ფორმალობებს და წესებს პატივს სცემენ.
10. ვერძი
თუ ვერძი ხანდახან მაინც ირგებს ნამდვილი ლედის იმიჯს, ეს მხოლოდ რკინის ლედი შეიძლება იყოს. თუმცა ძირითადად მებრძოლი და მოუფროსო ქალის იმიჯია მათთვის ახლობელი. მათი აზრით ასე უფრო კარგად აგებინებენ ხალხს თავის აზრებს და გადაწყვეტილებებს. რაში სჭირდებათ ეტიკეტი და ზედმეტი ზრდილობიანობა, საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ.
10. ქალწული
აი, აქ ცოტა უცნაური შემთხვევაა. კლასიკური ასტროლგია ქალწულებს პედანტურ და მოწესრიგებულ ქალებად აღწერს, რაც თითქოს დახვეწილი ლედის სინონიმი შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ქალწულები ამჯობინებენ გარშემომყოფებს “თავისიანად “ და “ჯიგარ გოგოდ“ მოაჩვენონ თავი, რათა მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ და ადვილად შეძლონ მათით მანიპულირება. ამიტომაც დახვეწილობას მათ ვერ დავაბრალებთ.
8. კურო
კუროს რომ თავშეკავება, დახვეწილი მანერები და ნამდვილი ლედისთვის დამახასიათებელი დისტანცირების უნარი ქონდეს ალბათ მთელ სამყაროს დაიპყრობდა, მაგრამ მაშინ ცხოვრების სიხარულებით ვეღარ დატკბებოდა. ვის უნახავს ლედი, რომელიც მაგალითად ბოთლიდან ლუდს მოიყუდებს შუა ქუჩაში? არავის. ჰოდა, კუროს კარგ მანერებს ვერ დავაბრალებთ. შესაბამისად, რეიტინგშიც მხოლოდო მერვე ადგილი ერგო.
7. მშვილდოსანი
მშვილდოსნის ხასიაითი მშვენიერი “მასალაა“ ნამდვილი ლედის იმიჯის შესაქმნელად: ურყევი პრინციპები, რკინის თვითდისციპლინა, სიტუაციის სწრაფად შეფასების და იმის გარკვევის უნარი, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ ამ ძვირფასი რესურსის დახარჯვა მშვილდოსანს რამე უფრო საინტერესოში ურჩევნია.
6. კირჩხიბი
კირჩხიბები რეიტინგის შუაგულში მოხვდნენ, რადგან იმდენად დამაჯერებლად შეუძლიათ დახვეწილი ლედის ნიღბის ტარება, თითქოს მასთან ერთად დაიბადნენ. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ერთ–ერთი ნიღაბია, იმ შემთხვევისთვის, როცა ისეთი ადამიანებისგან უნდათ თავის დაცვა, ვისაც მხოლოდ ნამდვილი ლედის წინაშე შეიძლება რიდი გაუჩნდეს. როცა ეს ნიღაბი არ ჭირდებათ, კირჩხიბები მათთვის უფრო ორგანულ, სხვა ამპლუას ირჩევენ.
5. მორიელი
ლიედერების ხუთეულს მორიელი ხსნის. მორიელ ქალებს ძალიან უნდათ დახვეწილი ლედის ამპლუა მოირგონ და ხანდახან გამოსდით კიდეც. მეორეს მხრივ, მათ ზოდიაქოს მთავარი ალქაჯების და საბედისწერო ქალის იმიჯიც არ ეთმობათ, რაც დახვეწილი ქალის იმიჯს ნაკლებად შეეფერება. თუმცა, მთლიანობაში მორიელს ეს დიდად არ ადარდებს.
4. თხის რქა
თხის რქას ლიდერთა სამეულამდე ცოტა დააკლდა. ისინი ძალიან მოწესრიგებულები და ლამაზები არიან. სამყარომ უხვად დააბერტყა ის თვისებები, რაც ნამდვილი ლედისთვის აუცილებელია, თუმცა ამავე დროს დიდი რაოდენობით მიაყოლა თან თვითკრიტიკულობა. ამიტომაც თხის რქებს სულ ეჩვენებათ, რომ მეტისმეტად განყენებული ქალბატონები არიან და ჯობს უფრო უბრალოები იყვნენ. და ძალიანაც ცდილობენ. ეს ცუდად გამოსდით, მაგრამ დახვეწილი ლედის იმიჯის გაფუჭებას მაინც ახერხებენ.
3. ლომი
საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ლომ ქალბატონებს ერგოთ, რომლებსაც დაბადებიდან ლედი შეგვიძლია ვუწოდოთ. დედოფლის იმიჯიდან ლომების გამოყვანა არავის და არაფერს შეუძლია. თუმცა არა, მთლად ასეც არ არის. ეს შესაძლებელია, თუ უცებ სიახლოვეს სხვა უფრო ლამაზი და დახვეწილი ქალი გამოჩნდა.
2. სასწორი
აი, ვინ არის ნამდვილი ლედი! დახვეწილი გემოვნება, შესანიშნავი მანერები და თანდაყოლილი არისტოკრატიზმი – ეს არის ის, რასაც სასწორებს ვერავინ წაართმევს. მათ სისხლში და ხორცში აქვთ გამჯდარი ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი ისე, რომ მათ თავი მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინონ. რომ არა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი მერყეობა, პირველ ადგილს არავის დაუთმობდნენ.
1. თევზები
საპატიო პირველი ადგილი თევზებმა დაიკავეს, რომლებიც ნამდვილ ლედიდ იბადებიან. არ აქვს მნიშვნელობა გარემოს, ოჯახს და გავლენებს, თუნდაც სულ ჰიპების გარემოცვაში გაიზარდონ, არისტოკრატის მანერები მათ თანდაყოლილი აქვთ და ვერავინ წაართმევს.