თელავში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ცოლი 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილია, რომელიც დუბაიში მუშაობდა. იგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში, სადაც ყოფილი მეუღლე და მისი შვილი ცხოვრობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალს შერიგებას სთხოვდა, რაზეც ყოფილმა მეუღლემ უარი უთხრა. ის სამუშაოდ კვლავ დუბაიში აპირებდა გამგზავრებას. კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრებიც, მათ შორის შვილიც.
შეგახსენებთ, თელავში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცდა. გამოძიების ინფორმაციით, მან მეუღლეს სანადირო თოფი ესროლა და შემდეგ თავადაც, თავის არეში ჭრილობა მიიყენა. ის, მძიმე მდგომარეობაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კახეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა