პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვზე თავდამსხმელი 51 წლის მხატვარი თამარ საძაგლიშვილია. დაკავებულის ინფორმაციით, თამარ საძაგლიშვილს რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა შარშან მან მკურნალობა შეწყვიტა. ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ცნობილი სახალხო არტისტის, მარეხ გოძიაშვილის შვილიშვილია.
„დედასთან ერთად ცხოვრობს, თვითონ მხატვარია. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა,თუმცა ასეთი აგრესია მისგან არ გვსმენია. არ ვიცით, რა დაემართა, შარშან მკურნალობა შეწყვიტა. ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია, დედის დედა ცნობილი მომღერალი სახალხო არტისტიმარეხ გოძიაშვილი”, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
” ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ჯიუტი იყო და არ მკურნალობდა. ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და მალევე გამოდიოდა ხოლმე,“ – ამბობს მეზობელი ლია მიქაძე.
შეგახსნებთ, გუშინ პეკინის გამზირზე თამარ საძაგლიშვილი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მშობლების თვალწინ ცივი იარაღით სახეზე ჭრილობა მიაყენა. 3 წლის ბავშვს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საძაგლიშვილი მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, დღეს ის
სამართალდამცველემა დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.