გუშინ საღამოს ლუბლიანას ქუჩაზე “სპარში“ დაჭრილი თანამშრომელი 24 წლის ბადრი კურატაშვილია.
უცნობმა პირმა მას ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ეს უკვე სპარის თანამშრომლის დაჭრის მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა 30 დეკემბერს კოსტავას გამზირზე მოხდა. 20 წლის ბიჭი 22 იანვარს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.