ვინ იქნება შემდეგი? ქართული ოცნებიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი მიდის

ორი დღის წინ ქართული ოცნება დეპუტატმა ლევან კობერიძემ დატოვა. მან ხმა არ მისცა მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტს და პარტიიდან წასვლის მიზეზადაც სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები დაასახელა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან კობერიძის შემდეგ ქართულ ოცნებას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დატოვებს. მას ხშირად აქვს ხოლმე პარტიული მესიჯებისგან განსხვავებული პოზიცია. თუმცა რომან კაკულია ჯერჯერობით არ ჩქარობს და გადაწყვეტილებას სავარაუდოდ რამდენიმე თვეში მიიღებს. ის არ მალავს, რომ პარტიდან წასვლაზე ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ ან სურს ქართულ იოცნების წინააღმდეგ ომში ჩაერთოს და პარტია დემარშით დატოვოს.

ასევე დიდი ხანია საუბარია ბიძინა გეგიძის წასვლაზე, რომელიც სავარაუდოდ “დაიცავი საქართველოს“ შეუერთდება. ის არ უარყოფს, შესაძლოა პარტია დატოვოს, თუმცა არ აკონკრეტებს როდის. ამბობს რომ თავისი გეგმები აქვს და ამ გეგმებს როგორც დაჭირდება, ისე იმოქმედებს.

კურიერის ინფორმაციით უმრავლესობა შესაძლოა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს. უმრავლესობის კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მხარი არ დაუჭირა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ. მას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია, თუმცა მედიასთან არც ის განუმარტავს, რა გახდა მისი გადაწვეტილების მიზეზი.

რამდენიმე დღეა, ერქვანია ე.წ. წამსვლელებთან და ახლად წასულებთან ერთად ხშირად სასესიო დარბაზში თათბირობს, თუმცა საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.