ვინ სთხოვდა შეხვედრას 9 აპრილის სისხლიან ღამეს პატრიარქს

“პატრიარქს  სთხოვდნენ პარლამენტში მესამე სართულზე ასვლას, თუმცა პატრიარქმა უარი თქვა შეხვედრაზე და მოუწოდა მათ რომ მოშიმშილეების  მხარესო “- ეს განცხადება საპატრიარქოს არაოფიციალურმა პოლიტმრჩევლმა მამუკა გიორგაძემ ტელევიზია “კავკასიის” გადაცემა ”ინტერვიუ ვანიჩკასთან” გააკეთა. 

კითხვაზე ვინ გაარიდა უწმინდესი 9 აპრილის ღამის დარბევისას მან უპასუხა:

“შესთავაზა უწმინდესმა რომ ჩვენ გადავიდეთ მრევლი ქაშვეთის მხარესო, აქციის მონაწილეები ბოლბოლო ინტერესის გამო მაინც გადმოგვყვებიანო.  პატრიარქს  სთხოვდნენ პარლამენტში მესამე სართულზე ასვლას, (იქ სადაც ჯუმბერ პატიაშვილი იმყოფებოდა)  უწმინდესმა შესთავაზა რომ ჩამოდითო და ჩვენ გადავიდეთ მათ მხარესო, უწმინდესი ბოლო წამამდე არ კარგავდა იმედს რო რაღაცის შეცვლა შეძლო და მთლიანად იხარჯებოდა,  ეს მისი თვისებაა, მისი ავტორიტეტი ეფუძნება იმას რომ იღებს ვიღაცისთვის არასასიამოვნო, მაგრამ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. უწმინდესმა რომ გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო  მოშიმშილეებთან, გადაეღობა რამდენიმე ჩინოვნიკი და არ უშვებდნენ.  უწმინდესმა ფიზიკურად გაარღვია მათი წინააღმდეგობა,  მილიციამ უკვე ვეღარ გაბედა მისი შეჩერება და ჩადგა პატრიარქი მოშიმშილეებს შორის თუმცა როგორც კი დარბევა დაიწყო გააკეთეს კოროდნი და გაარიდეს პატრიარქი ტერიტორიას.- განაცხადა მამუკა გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა წლის დასაწყისში იმედის ეთერში  განაცხადა, რომ  9 აპრილის ღამეს მასთან გორგოძე და მერაბ ღუდუშაური მივიდნენ და გააფრთხილეს რომ საქართველო დიდი განსაცდელის წინაშე იყო. ინტერვიუში ილია მეორემ ასევე აღნიშნა რომ მან უარი თქვა მთავრობის კაბინეტში ასვლაზე.

{{VIDEO}}