ვინც ამ ფილმის სანახავად წავა, მის თვისებებს შეიძენს – სასულიერო პირები ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვებთ”

“ამ ფილმის მიზანია, რომ ადამიანებში, ერთსქესიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ლტოლვა და წარმოაჩინოს, რომ ეს ნორმალურია. ესაა მამათმავლობისკენ მოწოდება. საშიშია ამ ფილმის ჩვენება” – ასე შეაფასეს სასულიერო პირებმა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”. ისინი მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან ფილმის ჩვენებაზე შვილები, რადგან ფილმი გარყვნილების პროპაგანდაა.

მამაოების თქმით, ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციები კარგია და თავადაც აპირებენ მონაწილეობის მიღებას საპროტესტო გამოსვლებში.

“ჩემი აზრით, კარგია, რომ საზოგადოება გამოვიდეს და პროტესტი გამოთქვას. მოდუნებული არ უნდა იყოს საზოგადოება. აქციის მოწყობაც კარგი იქნება. დადგნენ კინოთეატრების წინ და პროტესტი გამოთქვან. მეც მივალ და ვიტყვი, რომ არ გავიდეს ეს ფილმი. ასევე მშობლებსაც მოვუწოდებ, თუ ნორმალური, ჯანსაღი ფსიქიკის შვილები უნდათ ჰყავდნენ, უნდა მოერიდონ შვილების გაშვებას, ვინც კი წავა ამ ფილმზე, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს​​“, – განაცხადა მამა ბასილიმ.

მამაოები მედიას და მთავრობას მოუწოდებენ ხელი არ შეუწყონ გარყვნილებას.

“ახალგაზრდა იქნება თუ დიდი, როცა უყურებს ამ ფილმს, აუცილებლად შეიძენს ამ ფილმის თვისებებს. უეჭველად გადაიხრება ამ ავადმყოფური ცხოვრების წესისკენ, ამიტომ ჩვენ თხოვნაა მთავრობისადმი და ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას. არ მიიღონ ამ ცოდვის გაგრძლებაში მონაწილეობა.”

თელეთის ხარების ტაძრის დეკანოზი მამა ბასილი იაშაღაშვილის თქმით,ადამიანი, რომელიც მამათმავლობისადმი თანაგრძნობას გამოხატავს, ჯოჯოხეთში მოხვდება.