ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერი დარტყმით დავუპირისპირდებით- ისრაელის პრემიერ-მინისტრი

,,ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერი დარტყმით დავუპირისპირდებით”,- განაცხადა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჰეზბოლა და ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ისრაელს დაბომბვით დაემუქრა.

წინა კვირას ნეთანიაჰუმ ტრამპს მხარდაჭერა აღუთქვა და მოუწონა ქასემ სოლემიანის მოკვლის გადაწყვეტილება. მან აშშ-ს პრეზიდენტი ,,სწრაფი, თამამი და ძლიერი” გადაწყვეტილებისთვის შეაქო.

წუხელ , გვიან ღამით, ირანის მიერ ერაყში არსებული ამერიკული ბაზების დაბომბვის შემდეგ, აშშ-ისგან საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, შიიტური გასამხედროებული ორგანიზაცია ჰეზბოლა ხაიფასა და დუბაის დაბომბვით დაემუქრა.