‘ვინც ხაჭაპურზე გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა განვმარტო”- მამუკა ხაზარაძე საკუთარ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ გამონათქვამზე განმარტებებს აკეთებს.როგორც ის წერს, ეს განცხადება სექსისტური არ იყო და ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვლა მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. უ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე,“ – წერს ხაზარაძე.

“შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,”-ხაზარაძე მაია ცქიტიშვილზე