პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. “ლელოს” დამფუძნებელმა განაცხადა, რომ “მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, თუმცა მას წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა.”
“ვინც ხაზარაძის ნათვამში სექსიზმი დაინახა, ის თვითონ აკავშირებს ქალს და ხაჭაპურს ერთმანეთთან, ანუ მათი ლოგიკური დასკვნა უფრო სექსისტურია, ვიდრე ზემოთაღნიშნული რიტორიკა. რადგან ხაჭაპურს კაციც შეიძლება აცხობდეს იგივე წარმატებით. მე უფრო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ხარისხიანი ხუმრობა დავინახე და მეტი არაფერი…”- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
„მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“
ამავე თემაზე:
“როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში “შედი ქალო კუხნაში “თემა?! – ინგა გრიგოლია
ჩემ გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსებით – წულუკიანი ხაზარაძეს