ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, რისკები არსებობს და ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება-პრაიდის ორგანიზატორი

“თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის”, – ეს განცხადება „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. 

„თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“-განაცხადა  ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა რომ შსს-მ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ  „თბილისი პრაიდი“ მაინც ჩატარდება.