ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული ფასეულობებით, პუტინის საქმეს აკეთებს – სააკაშვილი

„ყველა ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.

„ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს – ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ.. ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად – ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაქებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან..

ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ვანიშვილს აწყობთ“, – წერს სააკაშვილი.