“ვინმე მაინც ჩავიდეს ამ ხალხთან, სერგეენკო გაყინული სახით რომ ლაპარაკობს” -ელენე ხოშტარია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სოციალური მუშაკების გაფიცვას გამოეხმაურა და ხელისუფლებას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა.  ხოშტარიას თქმით, პარლამენტი უნდა ჩაერიოს ამ პროცესში , რათა მოხდეს ამ ადამიანების კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან.

“ეს ადამიანები არ იმსახურებენ ამ იგნორირებას, ისინი მთელი დღეა ითხოვენ,ვინმე ჩავიდეს დაელაპარაკოს,ჯერჯერობით რეაგირება არ ყოფილა, ეგებ მიმართოთ მთავრობას, რომ კომუნიკაცია მოხდეს, ვიღაცა დაელაპარაკოს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ხოშტარიას უპასუხა, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნები სამართლიანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ამ სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად 2020 წლიდან გადაიდგმება.