„მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან უკანონო ჩანაწერების თემით იღლება“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ეკა ბესელია პრემიერს, ასევე „ქართული ოცნების“ პიარსამსახურებს მოუწოდებს, მაია ცქიტიშვილს ურჩიონ, „სისულელეები არ ილაპარაკოს“.
„ვინმემ მაია ცქიტიშვილს ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ აკეთებს, რომ თითქოს უკანნო ჩანაწერების საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, თურმე დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პრემიერმა დასდოს მის მოადგილეს პატივი და უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდოს და უთხრას, უხერხულია, როცა გამოდის ვიცე-პრემიერი, მინისტრი ქალი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ უნდა ილაპარაკოს მისი სამინისტრო რას აკეთებს, სრულიად არაკომპეტენტურ კომენტარებს აკეთებს და თავი დაანებოს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას, იქნებ ვინემემ ურჩიოს, ან დიდმა პიარ-სამსახურმა, რომელიც ჰყავს „ქართულ ოცნებას“, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს, ან სისულელე არ ილაპარაკოს. შეგნებულად ვერიდები, ქალია მაინც და არ მინდა, რაღაც არაკორექტული რამე წამომცდეს, სიბრიყვეა, უხერხულია, ძალიან ცუდად ჩანს, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ამ თემით იღლება, ის მაინც უნდა იცოდეს, არ არის გახსნილი არა, ქალბატონო მაია ეს საქმე, არა, შედით პრემიერის ოთახში და კითხეთ, გახსენით ეს საქმე თუ არა, გეტყვით, რომ ვერ გახსნეს, არ გახსნეს, არ ვიცი რომელი დაემართათ, ფაქტია, რომ აქამდე ვერ დაადგინეს, ვინ ჩაიდინა, პირველმა ვინ დაიწყო, რა მოტივი ჰქონდა, დანაშაული უმიზეზოდ ხომ არ ხდება. პასუხისგებაში მისცეს შერჩევით რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც არ არის არც პირველი წყარო, არც მეორე წყარო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.