“ვიქნებით თქვენს გვერდით, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც”-ლინას ლინკევიჩუსი

ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, როცა საჭირო იქნება, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც-ესგანცხადება  საქართველოში მყოფმა  ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 25- წლიანი ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღი.

“მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ საქართველო ლიდერი გახლავთ. ნატო-ს კონტექსტში საქართველო მოქმედებს, როგორც ნატოს- წევრი, გამოყოფს თავის შეიარაღებულ ძალებს, იზიარებს რისკებს.

თქვენგან მოველი ამის რეალიზაციას , ეს გახლავთ ცოცხალი დემოკრატია ქვეყნის შიგნით. ეს ნიშნავს ჩართულობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან , განსაკუთრებით მომავალ შემოდგომაზე არჩევნების ჭრილში.

მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მედიის პლურალიზმზე. ყველა აღნიშნული ინსტრუმენტი მხარდაჭერილი უნდა იყოს მთავრობის მიერ. აღნიშნული ცხადყოფს ჯანსაღ საზოგადოებას, ქვეყანას, რომელსაც ვიხილავთ ევროატლანტიკური კლუბის წევრად მომავალში. ადვილი არ გახლავთ ამის მიღწევა, ვიცით ბარიერი და ობიექტური პრობლემები დგება ჩვენს წინაშე, მაგრამ ეს უკან დახევის მიზეზი არ გახლავთ.

ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, როცა საჭირო იქნება, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ღირებულებებს, რომელიც არამარტო საქართველოსთვის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია – ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენტიტეტი. ვინც იყენებს სამხედრო წესებს, მიუღებელია. ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში, რეალურად და სერიოზულად უნდა იქნას დანახული“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.