დავით გარეჯი საქართველოა – ამ ლოზუნგით “პატრიოტთა ალიანსის” აქცია იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები აქცია, სახელწოდებით, პრორუსული შინაარსისაა და რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ატარებს, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნაა.
აქციის მონაწილეებს ხელში რუსული პროპაგანდისტული ბანერები უკავიათ, სადაც ნატო კირილიცათი წერია.
ერთადერთი ინციდენტი საკრებულოს ფანჯრებში „ევროპული საქართველოს“ მიერ დროშის გამოფენას მოჰყვა. „პატრიოტები“ და მათი მხარდამჭერები დროშის დანახვამ წარწერით – „ნატო აქაურობას“ გააღიზიანა.