ვირო მადლიო-აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი-სააკაშვილი

ვირო მადლიო-აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ბანკის აქტივები გაიზარდა.

“როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს:
2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ”-წერს სააკაშვილი.