“ვირთხა, ჩამშვები ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია” – ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან მისი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა. მისი თქმით, ერთადერთი მათ გუნდში ეკა ბესელია იყო, ვის მიმართაც საზოგადოებაში კორუფციის ბრალდებები არსებობს.

„გადით ქუჩაში, დაუსვით კითხვები მოქალაქეებს, 100-დან ასივე გიპასუხებთ, რომ თუ ვინმე კორუმპირებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის ეკა ბესელია.

ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია ამ შინაარსით შევავსოთ, ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია,“-ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვანო ზარდიაშვილმა ვირთხა უწოდა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბარი დაიწყო. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან გაშვებას აპირებდა. ბესელია ვანო ზარდიაშვილის კანონდარღვევებზე საუბრობს და მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.