სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, განმარტებით, რომ კადრებზე ასახული ვირთხა მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის“ ფილიალშია გადაღებული. ფეისბუქ გვერდი “არა მონობას” მუდმივად აქვეყნებს საკუთარი შრომითი პირობებით უკმაყოფილო დასაქმებულების, ძირითადად სხვადასხვა ქსელების კონსულტანტების ანონიმურ სტატუსებს, რომელშიც ისინი დასაქმების ადგილებზე მძიმე პირობებზე და მათი უფლებების დარღვევაზე წერენ. ამჯერად გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მათი განცხადებით ვიდეო მომხმარებელმა გაუგზავნა, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციით ვარკეთილში 39 ნომრის გაჩერებასთან არსებულ “ორი ნაბიჯის “ ფილიალშია გადაღებული. “იმის მიუხედავად რომ ვიდეო მძიმე სანახავია მართებულად ვთვლით გამოვაქვეყნოთ და მოვუწოდოთ სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმოს აღნიშნული ობიექტი!“ –წერს გვერდი “არა მონობას!“