კორორნავირუსი 2019-nCoV შესაძლოა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თუ არა, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელდეს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაიის წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმეიერმა დღეს გააკეთა. რამდენიმე ქვეყანამ დღეს პირველი ინფიცირებულების შესახებ განაცხადა.
“ეპიდემიის აფეთქება იზრდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ყველას ვაფრთხილებდით სცენარის შესახებ, როცა კორონავირუსი მსოფლიოს ყველა ქვეყანას თუ არა, ქვეყნების უმრავლესობას მოედება“– ამბობს ის.
სააგენტო როიტერის გათვლით, მსოფლიო ეკონომიკისთვით კორონავირუსით მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის 5 ტრილიონი დოლარი შეადგინა. დაავადებისგან მსოფლიო მაშტაბით 2 867 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ანტარქტიდის გარდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. დღეს დაინფიცირების შემთხვევები შესახებ ნიგერიამ და ახალმა ზელანდიამაც განაცხადეს. ნიგერია პირველი ქვეყანა გახდა საჰარის უდაბნოს სამხრეთით, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. ის იტალიელს აღმოაჩნდა, რომელიც ლაგოსში მილანიდან ჩაფრინდა. ის სტაბილურ მდგომარეობაშია და ვირუსის სიმპტომები მსუბუქი ფორმით ვლინდება.
ახალ ზელანდიაში დაფიქსირებული დაინფიცირებული კი 60 წლის არის. მისი სქესი და ეროვნება არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ირანიდან ჩაფრინდა და ამჟამად ქალაქ ოკლენდის საავამდყოფოში იმყოფება.
მონღოლეთის პრეზიდენტმა, ხალტმაგიინ ბატულგამ ორკვირიანი თვითიზოლაცია გამოაცხადა ჩინეთში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც სი ცხინპინს შეხვდა. ის პირველი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ესტუმრა.
ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს 327 ახალი დაავადებულის შესახებ განაცხადა. ეს ბოლო თვის განმავლობაში დღე–ღამის მანძილზე დაავადებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.