დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, კორონავირუსის გამო ჯობია გადახდა ელექტრონულად მოხდეს და მოსახლეობამ ნაკლებად გამოიყენოს ნაღდი ფული.
“უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. იქ სადაც აუცილებელია ნაღდი ანგარიშსწორება, სასურველია ქეშის ხმარების დროს მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები. მინდა მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს, რომ ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი საშუალებები, იდგეს დეზინფექტორები. მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა მოხდეს ელექტრონულად და სხვა შემთხვევაში პენსიონერებს შეუქმნან შესაბამისი შესაძლებლობები, რომ მათ ფულის აღების შემდეგ, ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ბანკებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ გრძელ რიგებს.