ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს, თუმცა არ აკონკრეტებს ვის ეკუთვნის აკრძალული ნივთიერება.
“ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან იმისათვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ ყველა ნიუანსი დადგინდეს. ის არასდროს უარყოფდა, რომ აღნიშნული ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი ავტომობილიდან ამოიღეს. თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა გიგუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი დაკავების მომენტში კახა კალაძის გვარს ახსენებდა.
მსახიობი გუშინ დააკავეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს მისი ავტომობილიდან.