ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის სწრაფი ტესტებით სარგებლობა ყველას არ შეეძლება და ის პირველ რიგში გარკვეულ ჯგუფებს მოხმარდება.
გაბუნია აცხადებს, რომ უსიმპტომო ადამიანის გამოკვლევა, რომელსაც არც კონტაქტი ჰქონია, არანირი ტესტით რეკომენდირებული არ არის.
,,ისარგებლებენ მაღალი რისკის ჯგუფები, კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, მათი ხშირი კონტაქტებიდან გამომდინარე არიან რისკის მატარებლები. ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ის პირები ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმოგზაურეს, აქვთ გამოხატული სიმპტომები, ჯერჯერობით ეს იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფები. დრამატული ცვლილება ამ ეტაპზე ტესტირების მოდელში და ალგორითმში მოსალოდნელი არ არის,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, დღეს უნდა ჩამოვიდეს ჩინეთის მიერ საჩუქრად გადმოცემული 1000 ტესტი. მომდევნო კვირის დასაწყისში კიდევ 2000 ტესტი ჩამოვა, აპრილის დასაწყისისთვის ეტაპობრივად ელოდებიან 5 ათას ცალ ტესტს, ხოლო მოგვიანებით 200 ათასი ტესტის სრულ პარტიას.