„ვის უკითხავთ ზნეობას, შალვა შავგულიძეს? ბედავთ ამას და ტალახს ასხამთ?“ – ბოკერია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მწვავე გამოსვლა დავით გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარებით დაიწყო და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ქვეყანას.
გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრები „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატის შალვა შავგულიძის მისამართით „ტალახის სროლაში“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ღირსეული ოპონენტი იყო. „ვის უკითხავთ ზნეობას, შალვა შავგულიძეს? ბედავთ ამას და ტალახს ასხამთ? შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მწვავე ოპონენტი წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის იმ საქმეში, რომელიც არის ყველაზე დიდი სირცხვილი იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ეს კაცი მერე იყო თქვენ გუნდში. მანამ, სანამ ურემი გადატრიალდებოდა დაინახა, სად მიდიოდა ივანიშვილის ხელისუფლება და პრნციპულად დაგშორდათ. უზნოა შალვა შავგულიძის მიმართ ტალახის გამოყენება, თან ვისი მხრიდან, ზარდიაშვილის მხრიდან?“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ