ვისაც ხშირად ეხმარები, იწყებს ფიქრს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მას ეკუთვნის – ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოციალურ ქსელში  ქველმოქმედების უარყოფით მხარეებზე წერს.

მისი თქმით, ვისაც ხშირად ეხმარები იწყებს ფიქრს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მას და არავის სხვას აღარ ეკუთვნის, რაც ცუდია.

„ქველმოქმედებას ერთი უარყოფითი მხარეც ააქვს- ვისაც ხშირად ეხმარები იწყებს ფიქრს რომ ეს დახმარება მხოლოდ მას და არავის სხვას აღარ ეკუთვნის, და შენი გულწრფელი გადაწყვეტილებები შეიძლება ზიზღითაც კი მიიღოს..
არადა რა კარგი შინაარსი აქვს ქველმოქმედებას“, – წერს წილოსანი.

დეპუტატი ამ პოსტით ბერა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. 

22 ოქტომბერს ბერამ საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ორგანიზაციას ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად.