ვისაც მეამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს

ამ დღეს ტექსტი და ისტორია მეორდება! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
თბილისს თითქმის არ ახსოვს, რომ 7 მაისს, არ ეწვიმოს!
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.
ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!
წყარო: ტფილისის ჰამქარი