ვისაც როგორი პასპორტი უნდა, ისეთი უნდა ჰქონდეს ჯიბეში. მამის სახელით თუ იქნება, კიდევ უფრო კარგი,- აცხადებს ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ემზარ კვიციანი.
მისი თქმით, მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ უჩიპო პირადობის მოწმობების აღება და მათ თავს არაფერი არ უნდა მოახვიონ.
,,დემოკრატია თუ არის, რაც გინდა ის უნდა გააკეთო, ამიტომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციომ, – ამბობს კვიციანი.
საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვით მოქალაქეებს 26 დეკემბრიდან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის, ანუ ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შეეძლებათ. განჩინება ძალაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება.
ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ისინი არჩევნების გაყალბების რისკს ხედავენ.