საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია თენგიზ სიგუას გარდაცვალებას facebook-ით ეხმაურება და აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმს „დახვრეტილი საქართველო“.
„ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს“ – წერს გიორგი კალანდია.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.