პუბლიცისტი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღლეს და შვილს ეძღვნება.
„კვლავ სინდისი მქენჯნის. ისეთი მხუთავი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არის წამები, როცა ძლიერ სულიერ ტკივილს ვგრძნობ. განა უსამართლობა არ არის, რომ ჩვენ, ცოცხლები, ვიღებთ ირაკლის რუსთაველის პრემიას, ვისმენთ მის სიმღერებს საინტერესო ახლებური შესრულებით, ვესწრებით ყოველგვარ პრეზენტაციებს, ვზეიმობთ, ვმასპინძლობთ სტუმრებს, გამუდმებით ვჩანვართ ტელეეკრანზე, ირაკლი და ნანა კი, ყოველივე ამ სიამოვნებას მოკლებულები, მიწაში წვანან. ნუთუ ამ იდიოტური ხილული სამყაროს მიღმა არაფერია“, – წერს გელა ჩარკვიანი.