უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტიის “უდარის” ხელმძღვანელობას სთავაზობს.
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კლიჩკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, კიევის მერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის “ახალ ძალთა მოძრაობას” არჩვენებში მონაწილეობისთვის დაბრკოლებები შეექმნა, კლიჩკომ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში ჩასულ სააკაშვილთან ითანამშრომლოს.
კლიჩკოს განცხადებით, იგი თავადაც პარტიის ლიდერად დარჩება და დედაქალაქის მერის ვალდებულებებსაც შეითავსებს.