ვითარება პანკისსში უმართავია,სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს

ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ პანკისის ხეობაში  დამატებითი დანაყოფები შეიყვანეს.   სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. სამართალდამცავებს კი მოსახლეობა ქვებს ესვრის.  ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები ასევე  საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“.  დაშავებულია რამდენიმე სპეცრაზმელი და ასევე რამდენიმე ადგილობრივი.  

დღეს მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. დაპირისპირება  კი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის  დღეს დილიდან დაიწყო.
პანკისელების თქმით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.