“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

„ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისი, 2019 წლის 14 ნოემბერი. ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი „ვიზა“ და პირველი სრულად ციფრული ბანკი „სფეისი“, აცხადებენ, რომ ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას, ბანკინგის ინოვაციური მომსახურებების ერთობლივად განვითარებისა და გეოგრაფიული გაფართოების მიზნით.

„სფეისი“ არის თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპი, რომელმაც ოპერირება 2018 წელს დაიწყო და მაშინ, პირველ ციფრულ ბანკში, მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობდა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 70-ზე მეტი თანამშრომელი და სფეისში რეგისტირებული მომხმარებლების რაოდენობა 160,000-ს სცდება. სფეისი ოპერირებს, როგორც ინოვაციური ბანკინგის ლაბორატორია, რომელმაც საქართველოში ფინანსური მომსახურების ახალი ფორმატები წარმოადგინა, როგორიცაა: საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა, 24 საათიანი უწყვეტი და მომენტალური სერვისები, ელექტრო სკუტერებით ბარათის მიტანის მომსახურება, მობილური აპლიკაციით ყველა საბანკო ბარათის ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობა და სხვა.

პარტნიორობის ფარგლებში, „ვიზა“ და „სფეისი“ ერთობლივად იმუშავებენ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და დაცული საბანკო გადაწყვეტების შემუშავებაზე. „ვიზა“ მხარს დაუჭერს „სფეისის“ სხვა ქვეყნებში გასვლას და ახალი ბაზრების ათვისებას.

ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: „სფეისი“ ცვლის ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას მისი გამარტივებისა და დახვეწის გზით. „სფეისის“ გაშვების მომენტში, ჩვენ გვინდოდა გავცდენოდით ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებს და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლით, შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს. თავისი არსებობის მოკლე დროში, სფეისმა დაამტკიცა, რომ მისი ინოვაციური და ამბიციური ხედვა რეალურია და ახლა უკვე, მისი მასშტაბური გეგმების განხორციელებაში ვიზას კონტრიბუცია ბევრს ნიშნავს.“

ევგენ ლისნიაკი, „ვიზას“ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფინტეკ კომპანიებთან თანამშრომლობის მიმართულების უფროსი დირექტორი CEMEA რეგიონში: „ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენს მდიდარ გამოცდილებასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გავუზიარებთ საგადახდო სფეროს ისეთ ახალ მოთამაშეებს, როგორიცაა „სფეისი“. ვიმყოფებით რა ფინტეკ ეკოსისტემის ეპიცენტრში, ჩვენი მიზანია, მოხდეს ცოდნის, საუკეთესო გამოცდილებისა და ტექნოლოგიური პარტნიორების კავშირების გაზიარება „სფეისისთვის“ ციფრული ფინანსური მომსახურებების არეალის გაფართოების მიზნით. დღეს ჩვენ ვართ ფინანსური საბანკო სექტორის სწრაფი ტრანსფორმაციის მომსწრენი, სადაც ახალი მოთამაშეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნეობანკები მომხმარებელზე ორიენტირებულები, მოქნილები და ინოვაციურები არიან და თანამედროვე მომხმარებელს სრულიად ახლებურ საბანკო გამოცდილებას სთავაზობენ. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ფინტეკების მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში მათი ბიზნესების განვითარებისა და საერთაშორისო ექსპანსიის ამბიციების განსახორციელებლად.“

ვიზას შესახებ

„ვიზა“ Inc (NYSE:V) მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. „ვიზას“ მიზანია, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური, სანდო და უსაფრთხო გადახდების ქსელი დააკავშიროს ფიზიკურ პირებს და ბიზნესებს და ხელი შეუწყოს ეკონომიკებს განვითარებაში. „ვიზას“ მოწინავე გლობალური ქსელი, VisaNet უზრუნველყოფს უსაფრთხო და სანდო გადახდებს მსოფლიო მასშტაბით. მისი საშუალებით შესაძლებელია წამში 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის შესახებ შეტყობინების დამუშავება. კომპანიის მხრიდან მუდმივი აქცენტი ინოვაციაზე, არის კომერციის სწრაფი ზრდის კატალიზატორი და ყველგან და ყველასთვის უნაღდო ანგარიშსწორების პერსპექტივის მთავარი მამოძრავებელი ძალა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო ანალოგიდან ციფრულზე გადადის, „ვიზა“ იყენებს თავის ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბებს, რომ კომერციის მომავალს ახლებური ფორმა მისცეს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE;

სფეისის შესახებ

სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი – ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. „სფეისის“ მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე. „სფეისი“ 2018 წლის მაისში გაეშვა და მისი ჩამოტვირთვების რაოდენობამ უკვე 400,000-ს, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვმა 160,000-ს მიაღწია (2019 წლის 31 სექტემბრის მდგომარეობით). „სფეისი“ ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.