რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსეთთან დიალოგის „ნორმანდიულ ფორმატში“ წარმართვას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ეს ფორმატი უნიკალურია და უკრაინისთვის შეიქმნა, საქართველოსთან დაკავშირებით კი, პრობლემა განსხვავებულია.
„ნორმანდიული ფორმატი – უნიკალურია და ის ჩამოყალიბდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების აუცილებლობის ლოგიკიდან გამომდინარე. აქ კი, საუბარია რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. პრობლემათა სტრუქტურა განსხვავებულია. ამიტომ, თითოეულ სტრუქტურას თავისი ფორმატი უნდა გააჩნდეს“ – განაცხადა პესკოვმა.