“ვმუშაობთ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე”- ზელენსკი

 

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმება სურს.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.„ვმუშაობთ ბატონი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე. ამ ბრძანების ავტორები პასუხს აგებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,” – წერის უკრაინის პრეზიდენტი.მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მიმართა.