ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე. ამის შესახებ მან დღეს „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ჩვენ სენატორ ლინდსი გრემთან და კონგრესის მრავალ წევრთან, მათ შორის „დემოკრატებთან“ ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღოთ. ფინანსთა სამინისტრო ამისთვის მზად არის. შესაძლებელია აუციელებელი იყოს დამატებითი კანონპროექტების მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს თანხმობის უმაღლესი დონე. თურქეთი ითხოვს, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ. განაგრძეთ მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნება“ – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიის ჩრდილოეთით, სადაც ქურთები ცხოვრობენ.