ვოლსკი და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ – მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის ლიდერის გიორგი ვოლსკის ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
“ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი КГБ-ს. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი,ის არის პირდაპირი აგენტი რუსული სპეცსამსახურების, მაგრამ ვოლსკი მარტო ვოლსკი ხომ არ არის, მისი პირით ლაპარაკობს ივანიშვილი და რუსეთი.
მე, მიხელ სააკაშვილმა, არამხოლოდ არ მივატოვე საქართველო, როდესაც პირადად მე დამემუქრა პუტინი და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოცხალი დადის მას შემდეგ, რაც პუტინიო საჯაროდ დაემუქრა ჩამოკიდებით, მოკვლით და ასე შემდეგ. დაე, ჩამოვიდნენ, დაე, დამიჭიროს, დაე ჩამომკიდოს, დაე მომკლას, არასოდეს მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ, არასოდეს მოვაწერ ხელს მის დაშლას და ჩვენ მივაღწიე ისეთ ხელშეკრულებას,რომლითაც დაცული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ეს ვოლსკი მაშინ იყო ხვრელში ეს ვირთხა და არარაობა და სხვა არარაობები, რომლებიც იქ იყვნენ, როცა ჩვენ ყველანი ყოველ წამს ვრისკავდით ჩვენს სიცოცხლეს და როდესაც მას შემდეგ რუსეთი არ ჩერდება დაგანაგრძობს ქართველ გმირებზე შურისძიებას. უკრაინაში მოკლეს ის ინჟინერი, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს სამხედროებს.
ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი,სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისი გმირები.
ჩემი ყველაზე მთავარი იმედი არიან ქართველი ახალგაზრდები, შეუპოვარი,დაუდგრომელი, ზუსტად ეს არის ის თაობა, რომელიც ვერ გატეხა რუსეთმა 2008 წელს, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ბევრად უფრო პატრიოტად გაიზარდა და ბევრად უყვარს სამშობლო. ვოლსკი მსგავსი ადამიანების სამშობლო არის კრემლი მოსკოვში. ქართველი ახალგაზრდების სამშობლო არის საქართველო, მათ შორის აფხაზეთი და შიდა ქართლი,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.