{{ARTICLEIMAGE}}
მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის საკითხზე მისი კოლეგები საუბრობენ. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ არსებული პოზიციებიდან გამომდინარე გუნდში ერთად ყოფნა ალბათ ვერ მოხერხდება.
“გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ შეცდომაა და ამ შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ერთმა მხარემაც და მეორემაც”,ამბობს გია ვოლსკი.
გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ როგორ გადაიჭრება გუნდში დაწყებული დაპირისპირება დიდწილად ეკა ბესელიაზეა დამოკიდებული.
“ბევრი რამ დამოკიდებულია ეკაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე პირადად შემიძლია ვთქვა,რომ ეკა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი და ვისურვებდი, იგი დარჩეს “ქართულ ოცნებაში”,ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, რომელზეც პროცედურული საკითხების ირგვლივ დავის დროს ბესელიმ კითხვა შემდეგი ფორმულირებით დასვა: ამ ყველაფერზე დუმს გიორგი კახიანი? საქმე ეხებოდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას, როდესაც მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.