ვოლსკის აზრით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რადგან NDI-ს საქმიანობას არ უკრძალავენ

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში NDI-ს არსებობით ქვეყნის დემოკრატიულობა მტკიცდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, NDI ათეული წელია აჟიოტაჟს ქმნის და კვლევის შედეგებს გაუგებარი მიზეზით პერიოდულად ავრცელებს.

“ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ს ეგიდით მოქმედებს, აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, სულ ცოტა ასეთ ორგანიზაციას აუკრძალავდნენ საქმიანობას”, – აცხადებს ვოლსკი.

დღეს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.