“მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე. ეს არის არასწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროთ მის გამავრცელებლებს,” – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ჩეთერში განაცხადა. კალაძემ ტრანსპორტის განვითარების შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ტაქსის მაგალითზე მანათობლების გამოყენების პრეზენტაცია გააკეთა.
დღეს თბილისის მერიამ მანათობლების დარიგება დაიწყო. ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სტატუსის შემოწმება ხდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე. ტაქსის ნიშნების გაცემა მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება.