ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სახემ ვლადიმერ სალავიემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო სადაც დაწერა რომ ფოტოს გადაღებისას ის ახალი გადაცემისთვის ემზადებოდა.
მისმა გამომწერებმა შენიშნეს რომ ფოტო რომელიც ატვირთა ჟურნალისტმა მაგიდაზე ბორჯომის 2 ბოთლი ედო. ამის გამო მას ახსნა განმარტება მოსთხოვეს.
„ანუ ვზივართ ვსვამთ ბორჯომსა და ეთერში საქართველოს ვაკრიტიკებთ“, – უწერს ერთ-ერთი გამომწერი სალავიეევს.
ვლადიმერ სალავიოვმა ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმეჯერ გამოეხმაურა ერთი გადაცემა კი მთლიანად საქართველოს დაუთმო, სადაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას სრულიად ეთანხმებოდა, ასევე აღნიშნა ისიც რომ ყველაფერის პროვოკატორები ამერიკელი აგენტები არიან.
შეგახსენებთ რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ათეულობით ადამიანი.