ლევან ვასაძე აცხადებს, რომ აპირებს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებების ჩაშლას.როგორც ბიზნესმენი აცხადებს იმ შემთხვევაში თუ კინოთეატრებთან პოლიციის კორდონი დახვდებათ, ისინი გაწევენ პოლიციელებს და შევლენ კინოთეატრში, რათა სეანსი არ შედგეს.
“ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, ჩვენ გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. არავითარი ცემა-ტყეპა, კომბალი ან იარაღი, შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენება” – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” არის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
შეგახსენებთ,რომ პრემიერა 8-10 ნოემბერს კინოთეატრებში გაიმართება, რომლის ბლოკირებასაც, პროტესტის ნიშნად, „ქართული მარში გეგმავს“.