თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები რწმენას არ შეურაცხყოფს.
ის საზოგადოებასაც მიმართავს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან.
,,მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას… ჩვენს ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით.
ამჯერადაც ჩვენი წარმატების საწინდარია მაღალი სულიერება, პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა… მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე”, — განაცხადა კახა კალაძემ